Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ "საზღვარი" დაკეტა


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ სამი დღით დაკეტა ე.წ. საზღვარი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტის განცხადებით, „საქართველოსთან საზღვრის“ დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო ახალი წლის წინ, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გამო. ე.წ. საზღვარი 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათზე დაიხურა და 2 იანვარს, დილის 6 საათზე გაიხსნება. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტი მხოლოდ ახალგორის რაიონში მდებარეობს. დღესასწაულების წინ, დე ფაქტო ხელისუფლება ამ პუნქტს ყოველთვის კეტავს, რაც კიდევ უფრო ზღუდავს ოკუპირებული რეგიონის მცხოვრებთა თავისუფლად გადაადგილების უფლებას.

XS
SM
MD
LG