31 დეკემბერს ძალაში შევიდა აშშ-ის გადაწყვეტილება იუნესკოდან (გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციიდან) გასვლის შესახებ. ვაშინგტონი აღარ გადაიხდის საწევროს და კარგავს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წევრად არჩევის უფლებას.
აშშ-მა 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოაცხადა ამ ორგანიზაციის დატოვების გეგმის შესახებ, თუმცა აპირებს მასთან მუშაობას მუმდივი დამკვირვებლის რანგში.
იუნესკო 1945 წლიდან არსებობს. 2011 მის რიგებში პალესტინელთა ავტონომია მიიღეს. აშშ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ გამოვიდა და შეწყვიტა ორგანიზაციის დაფინანსება. ის იუნესკოს ადანაშაულებს ისრაელის მიმართ მიკერძოებულად უარყოფით დამოკიდებულებაში.