გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელის განცხადებით, 2019 წელს მისმა ქვეყანამ მეტი პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს მსოფლიოში, მაგრამ თან უნდა გააგრძელოს მონაწილეობა მუშაობაში რთული საერთაშორისო პრობლემების გლობალური ძალისხმევით მოსაგვარებლად.
1 იანვრიდან ბერლინი იწყებს გაეროს უშიშროების საბჭოს ორწლიან მორიგე თავმჯდომარობას და თავისი საახალწლო მიმართვის დიდი ნაწილი მერკელმა დაუთმო საუბარს რთული პრობლემების საერთაშორისო ძალისხმევით მოგვარების აუცილებლობაზე.
პრობლემებს შორის, რომლებიც გერმანიისა და დანარჩენი მსოფლიოს წინაშე დგას, მერკელმა დაასახელა კლიმატური ცვლილებები, მიგრაცია, ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.
თუ გვსურს ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ მოვაგვაროთ ეს საკითხები, საუკეთესო გზაა სხვების ინტერესების გათვალისწინებაო, აღნიშნა კანცლერმა და თავის ამ მოსაზრებას უწოდა გასული საუკუნის ორი მსოფლიო ომის გაკვეთილი.
მერკელის საახალწლო მიმართვის ტექსტი მისმა ადმინისტრაციამ გაავრცელა 31 დეკემბერს მიმართვის ტრანსლაციამდე.