რუსეთის ქალაქ მაგნიტოგორსკში რვამდე გაიზარდა მრავალსართულიანი სახლის ნაწილის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ოპერატიული შტაბიდან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოები შეჩერებულია შენობის სხვა ნაწილის ჩამონგრევის საფრთხის გამო.
ჩელიაბინსკის ოლქში 2 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა.
მაგნიტოგორსკში საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სადარბაზო დაინგრა 31 დეკემბრის დილას, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად. უცნობი რჩება 36 ადამიანის ბედი. დაწყებულია გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე.
2017-2018 წლებში რუსეთში აღირიცხა საცხოვრებელ სახლებში საყოფაცხოვრებო გაზის აფეთქების, სულ ცოტა, 44 შემთხვევა.