Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამსაქმებელი დღეიდან ვალდებულია, უბედურ შემთხვევაზე დააზღვიოს მძიმე სამუშაოებზე დასაქმებულები


საქართველოში დამსაქმებელი 2019 წლის 1 იანვრიდან ვალდებულია, უბედურ შემთხვევაზე დააზღვიოს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე დასაქმებული პირები.

ასეთ სიახლეს ითვალისწინებს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც 2018 წლის 7 მარტს იქნა მიღებული. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების შეფასებით, „კანონის მოქმედების სფერო მნიშვნელოვნად შეზღუდულია“, რადგან ის არ ვრცელდება დასაქმების ყველა ადგილზე.

პროფკავშირების გაერთიანების მონაცემებით, 2018 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და მძიმედ დაშავდა 37 ადამიანი. ამავე წყაროს თანახმად, 2017 წელს გარდაიცვალა 41 და მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG