Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გედევან ფოფხაძემ ოფიციალურად დატოვა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი


გედევან ფოფხაძე
გედევან ფოფხაძე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს ოფიციალურად შეუწყდა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის უფლებამოსილება. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო ფოფხაძის განცხადება გადადგომის შესახებ. მიზეზი გედევან ფოფხაძის ახალი თანამდებობაა. ის 31 დეკემბერს აირჩიეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. ჯერჯერობით უცნობია ვინ დაიკავებს ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობას.

XS
SM
MD
LG