Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია არ ესწრება "ქართული ოცნების" სხდომას


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

საპარლამენტო ფრაქციის „ქართული ოცნების“ სხდომას არ ესწრება ეკა ბესელია, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ბესელიამ ფეისბუქზე დაწერა, რომ საქართველოში არ იმყოფება და 6 იანვარს ბრუნდება. „ყველა ვისაც რამე აქვს ჩაფიქრებული პირადად მზად ვარ ღიად და საჯაროდ ვესაუბრო. ვიცი რა ნაბიჯი გადავდგი და რა შეიძლება მოყვეს. არ მინდა სახე დაკარგოს მან ვისაც ვიცავდი და ვეფარებოდი. სააკაშვილის მეთოდების გამეორება ცუდად დაასრულებს ამ პროცესს“ - წერს ეკა ბესელია. ის კომენტარით ეხმაურება ერთ-ერთ ფეისბუქ-სტატუსს: „ამას ბოდვაც აღარ ქვია... არ მინდა ვიფიქრო რომ დაავალეს და ეს სიბინძურე დააწერინეს. 2 დღის წინ გამაფრთხილეს შანტაჟისთვის ამზადებენ რაღაც სიბინძურეს და მზად იყავიო. იმდენი ბრძოლა მაქვს გადატანილი, რაღა უნდა გამიკვირდეს, მაგრამ ეს ოქუაშვილი რატომ ახსენეს ვერაფრით მივხვდი... არც ვიცნობ პირადად... ვერც შინაარსში შევდივარ იმდენად დიდი სისულელეა...“

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ეკა ბესელია ლონდონში იმყოფება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის მიწვევით.

XS
SM
MD
LG