Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა ისტორიაში პირველად დასვა კოსმოსური ხომალდი მთვარის ჩაბნელებულ მხარეს


მთვარის ბნელი მხარის პირველი ფოტო, რომელიც ჩინეთის ხომალდმა გადაიღო.
მთვარის ბნელი მხარის პირველი ფოტო, რომელიც ჩინეთის ხომალდმა გადაიღო.

ჩინეთის უპილოტო კოსმოსური აპარატი „ჩანიე-4“ წარმატებით დაჯდა მთვარის ბნელ მხარეზე, იუწყება ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზია. ამგვარად, ჩინეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საფრენი აპარატი დასვა მთვარის უკანა მხარეზე. აპარატი 8 დეკემბერს გაიგზავნა კოსმოსში. მასზე იმყოფება რობოტული თვითმავალი, რომლის მიზანია მთვარის ზედაპირის შესწავლა. „ჩანიე-4“ პირველი კოსმოსური ხომალდია, რომელიც მთვარეზე დაჯდა 1976 წლის შემდეგ. მთვარის ბნელ მხარეს ხომალდების გაგზავნას ასევე გეგმავენ აშშ, ინდოეთი, იაპონია და რუსეთი. ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს, უახლოესი ათწლეულის განმავლობაში პილოტირებული ხომალდი გაგზავნოს მთვარეზე.

XS
SM
MD
LG