Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რთე/რთ რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს მისთვის დაკისრებულ ჯარიმას


რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რათა გაასაჩივროს მისთვის ივლისში დაკისრებული 100 000 რუბლი ჯარიმა. სამაუწყებლო კომპანიას ჯარიმა დაეკისრა „უცხოეთის აგენტის“ შესახებ სადავო კანონის მიხედვით. რთე/რთ-ის ამ გადაწყვეტილებამდე მოსკოვის საქალაქო სასამართლომ უკუაგდო კომპანიის მიერ შეტანილი საჩივარი, რომელიც ეხებოდა 21 აგვისტოს საოლქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს, რომელიც რთე/რთ-ს ჯარიმის გადახდას ავალდებულებს.

სასამართლოების გადაწყვეტილების თანახმად, მედიაორგანიზაციას ჯარიმა დაეკისრა იმის გამო, რომ მან არ შეასრულა მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულებები და არ წარმოადგინა ინფორმაცია რუსეთში მაუწყებლობის თაობაზე მას მერე, რაც ის და მისი რამდენიმე განყოფილება რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ „უცხოეთის აგენტად“ იქნენ მიჩნეული 2017 წლის დეკემბერში. სამინისტროს გადაწყვეტილება ემყარებოდა კანონს, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 2017 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი.

„უცხოეთის აგენტის“ შესახებ კანონი მთავრობას საშუალებას აძლევს, გამოარჩიოს მედიაორგანიზაციები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. მედიაორგანიზაციებს, რომლებზეც ეს კანონი ვრცელდება, იგივე ვალდებულებები ეკისრება, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან და პოლიტიკურად აქტიურად მიიჩნევიან „უცხოეთის აგენტის“ შესახებ 2012 წელს მიღებული თავდაპირველი კანონით.

XS
SM
MD
LG