Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰაკერებმა გამოაქვეყნეს ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები


ჰაკერებმა ინტერნეტში გაავრცელეს ასობით გერმანელი პოლიტიკოსის პირადი მონაცემები და პოლიტიკური პარტიების შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი დოკუმენტები. ამის შესახებ იუწყება ბერლინის რადიოსადგური „ერბებე ინფორადიო“ (RBB Inforadio), რომელიც გერმანიის საზოგადოებრივ მაუწყებელში შედის.

ჰაკერული თავდასხმა შეეხო პარლამენტში წარმოდგენილ ყველა პარტიას, გარდა ერთისა - ეს არის მემარჯვენე-პოპულისტური „ალტერნატივა გერმანიისათვის“.

მონაცემების გაჟონვა შეამჩნიეს 3 იანვრის საღამოს, თუმცა დოკუმენტები ნაწილ-ნაწილ ქვეყნებოდა ჯერ კიდევ დეკემბერში. ინტერნეტში დევს გერმანელი პოლიტიკოსების ტელეფონის ნომრები, ზოგ შემთხვევაში პირადი დოკუმენტების ასლები, საკრედიტო ბარათების მონაცემები, პირადი მიმოწერა. ხოლო პარტიული დოკუმენტებიდან ქსელში გავრცელდა პარტიის წევრთა სიები, ვაკანტურ ადგილებზე შეტანილი განცხადებები, მემორანდუმები.

მონაცემები გამოქვეყნდა ტვიტერის ანგარიშზე ჰამბურგიდან, 60 ათასამდე ხელმოწერით. ჯერ არავის აუღია პასუხისმგებლობა ჰაკერულ თავდასხმაზე.

XS
SM
MD
LG