Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

71-ე ბაგა-ბაღის დირექტორის მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლეს  


თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში ზეიმზე პიროტექნიკის აფეთქების გამო დირექტორის მოადგილემ, ჯგუფის აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ თანამდებობები დატოვეს. მათგან დირექტორის მოადგილე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, აღმზრდელმა და მისმა თანაშემწემ კი სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღეს.

პიროტექნიკა თბილისის 71-ე ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიების დროს 26 დეკემბერს აფეთქდა. აფეთქების შედეგად მსუბუქად დაზიანდა ერთი აღსაზრდელი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაწერეს.

XS
SM
MD
LG