Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე ზენონი: "ციანიდის საქმე" თანამედროვე ეკლესიის წევრთათვის შავ ლაქას წარმოადგენს


“დეკანოზ გიორგი მამალაძის საპყრობილეში ყოფნა, მითუმეტეს „მკვლელობის მცდელობის" ბრალდებით, დამნაშავეა თუ უდანაშაულო, ჩვენი სირცხვილია”,- წერს დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი ფეისბუკის გვერდზე.

მისი აზრით, დეკანოზის შეწყალება, ეკლესიაში და ზოგადად საზოგადოებაში, ხელს შეუწყობს სულიერი მშვიდობის განმტკიცებას.

ვფიქრობ, ე.წ "ციანიდის საქმესთან" დაკავშირებული ყოველი სუბიექტი, აგრეთვე ყოველი ჩვენგანი გავაანალიზებთ თავს დატეხილ განსაცდელს, რადგან მეტ-ნაკლებად პასუხისმგებელი ვართ ყველა ერთად და ავირჩევთ უმჯობესს, რომ სუფთა სინდისით ვიმსახუროთ სასულიერომაც და საერომაც. ზოგადად, დიდი წინაღობა და მუხრუჭი არის ქვეყნისა და საზოგადოების წინსვლისათვის შერჩევითი სამართალი, ხანგრძლივ დროში ესოდენ მახასიათებელი ქართული ყოფისათვის. აქვე დავსძენ, რომ არ არსებობს განსაცდელი რომელშიც არ იძებნება გამოსავალი: სადაც ცოდვამ იმრავლა, უფრო გაუხვდა მადლი, რათა, როგორც ცოდვა მეფობდა სიკვდილით, ასევე მადლს ემეფა სიმართლის მეოხებით საუკუნო სიცოცხლისათვის ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ.“, წერს დმანისი-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი ფეისბუკის გვერდზე.

XS
SM
MD
LG