Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: გავაგრძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას

ეკა ბესელია
ეკა ბესელია

„რატო, ესეა საქმე?!“ - ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტების შეკითხვას, დატოვებს თუ არა „ქართულ ოცნებას.“

"მე მაქვს სიკეთის მოლოდინი და ვისაუბროთ ხვალ დანარჩენზე. გავარგძელებ სამართლიანობისთვის ბრძოლას. როგორ, ამაზე ვისაუბრებ. ბევრი თანამოაზრე გვყავს“ - განაცხადა ბესელიამ, რომელიც გვიან ღამით, სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო საშობაო ღვთისმსახურებას.

ეკა ბესელიამ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას და როგორც თავად თქვა, ამ გადაწყვეტილებით, შეჩერდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევი და გაუმართლებელი პროცესი. ერთი დღით ადრე, 26 დეკემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო იუსტიციის საბჭოს მიერ 24 დეკემბერს წარდგენილი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებად უვადოდ დასანიშნი 10 კანდიდატურის განხილვა. კობახიძე უარყოფს, რომ ბესელიას თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეთა შერჩევას უკავშირდებოდა.

XS
SM
MD
LG