რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები „მალე“ აპირებენ ერთმნეთთან შეხვედრას, რათა იმსჯელონ სირიის გარშემო აშშ-ის მიერ ჯარების გაყვანის თაობაზე გამოცხადებული გადაწყვეტილების კონტექსტში. რუსეთი და თურქეთიც სამხედრო თვალსაზრისით მძლავრად არიან წარმოდგენილი სირიაში. თურქეთის ახალი ამბების სააგენტო „ანადოლუს“ თანახმად, პუტინისა და ერდოანის შეხვედრა მოსალოდნელია იანვრის განმავლობაში. თურქეთისა და რუსეთის ლიდერები ბოლოს ერთმანეთს შეხვდნენ 1 დეკემბერს, „დიდი ოცეულის“ შეხვედრის ფარგლებში. დეკემბრის ბოლოს სირიის ირგვლივ ცალკე გამართეს შეხვედრა თურქეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა. კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ორი ლიდერი „მალე“ აპირებენ მოლაპარაკების გამართვას, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. ჯერჯერობით უცნობია სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანის თარიღი. ვაშინგტონი ამ პროცესს დაასრულებს მას შემდეგ, რაც თურქეთისგან მიიღებს გარანტიას რეგიონში ამერიკის მოკავშირე ქურთების ხელშეუხებლობის შესახებ. ამის შესახებ კვირას, ისრაელში ვიზიტის დროს განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა. სირიაში მიმდინარე 7 წლიან სამოქალაქო ომში რუსეთი და ირანი მხარს უჭერენ პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის რეჟიმს, ხოლო აშშ-ი და თურქეთი - სხვადასახვა ანტისამთავრობო დაჯგუფებებს.
ყველაზე პოპულარული
1