Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია "ღორის გრიპის" 158 შემთხვევა


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში გრიპით დაავადების შეთხვევები შედარებით შემცირდა, თუმცა, საერთო მაჩვენებელი კვლავ მაღალია. ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას მკურნალობის დაწყებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ლაბორატორიულად უკვე დადასტურებულია 162 შემთხვევა, მათგან 158-ია A ტიპის H1N1(ე.წ. ღორის გრიპი) და 4 ამავე ტიპის H3N2 ვიურსი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, არის B ტიპის ვირუსის შემთხვევებიც, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 256-ია, რაც 21-ით ნაკლებია ორი კვირისწინანდელ მონაცემზე. „მაგრამ კვლავ რჩება მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის მაღალი მაჩვენებელი. ისიც შემცირებულია ერთი კვირისწინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41%-დან 33%-მდე, მაგრამ 33%-იც ითვლება საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, ამ მონაცემების და ბოლო ხანს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების შემთხვევების მატების გამო, ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადაიყვანოს თბილისის ხუთი კლინიკა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG