ზუგდიდში ტრადიციული საშობაო მსვლელობა ძლიერი წვიმის გამო არ გაიმართება. როგორც რადიო თავისუფლებას ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიის მდივანმა დიმიტრი ვეკუამ განუცხადა, „ალილოში“ ძირითადად ბავშვები მონაწილეობენ და ამიტომაც ცუდი ამინდის გამო ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მსვლელობა გადაიდო, თუმცა საკათედრო ტაძარში საშობაო ლოცვა ჩატარდება. „ალილო“ დღეს, 12:00 საათზე უნდა დაწყებულიყო.
ყველაზე პოპულარული
1