Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პარლამენტში 15 იანვარს გაიმართება კენჭისყრა „ბრექსიტზე“


სამაუწყებლო კოროპორაცია ბი-ბი-სის ცნობით, ბრიტანეთის პარლამენტში 15 იანვარს გაიმართება კენჭისყრა „ბრექსიტზე“, რომლითაც უნდა მოხდეს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლა 2019 წლის მარტში. გასული წლის დეკემბერში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი იძულებული გახდა გადაედო კენჭისყრა იმის შიშით, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერდა მის შეთავაზებას. გასულ კვირას მეიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთი შესაძლოა აღმოჩნდეს „გაურკვეველ“ მდგომარეობაში, თუ მის მიერ წარდგენილი პროექტი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ უარყოფილი იქნება პარლამენტის მხრიდან.

XS
SM
MD
LG