Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე!


გიგი უგულავა
გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოზიციას. უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მამუკა ბახტაძემ საკუთარი პოზიცია არ გამოხატა. უგულავა თვლის, რომ "სიბეცე" და "სირცხვილია", როცა უკრაინელ ხალხს არ ულოცავ ამ დიდ მოვლენას.

“მორიგი სირცხვილი საქართველოს მთავრობისგან. ამათ მართმადიდებლობა ეკლესიაში ჩოხაში გამოწყობილი დგომა ჰგონიათ. ამხელა მოვლენა მოხდა სამართმადიდებლოში, უკრაინელ ხალხს მაინც მიულოცე! არა აქვს ამას გამართლება, სულ რომ “კორექტულობას“ იცავდე, შიდაეკლესიურ მოვლენად მიგაჩნდეს და ჩვენი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ელოდებოდე. ეს უბრალოდ პოლიტიკური სიბეცე და სირცხვილია! ვულოცავ უკრაინელებს ავტოკეფალური მართმადიდებლური ეკლესიის დაფუძნებას. აბა გამოვიდეს და თქვას ვინმემ, რომ კიევს, სადაც საქართველოს მსგავსად ანდრეა პირველწოდებულმა იქადაგა ქრისტეს სახარება, ეს არ ეკუთვნოდა გინდ საეკლესიო წესით, გინდაც პოლიტიკურად“, - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG