Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ვენესუელაში მიემგზავრება


რაულ ხაჯიმბა
რაულ ხაჯიმბა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მონაწილეობას მიიღებს ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციის ცერემონიაში. ამის შესახებ სააგენტო „აფსნიპრესი“ იუწყება. მისი ინფორმაციით, ხაჯიმბას სამუშაო ვიზიტი 10-11 იანვარს შედგება. სააგენტოს ცნობითვე, დაგეგმილია ხაჯიმბას და მადუროს მოლაპარაკებაც, რომელზეც მხარეები განიხილავენ "აფხაზეთ-ვენესუელის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივას.

ნიკოლას მადურო, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს დიქტატურაში, კორუფციასა და ეკონომიკის დანგრევაში, ვენესუელას 2013 წლიდან მართავს. მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის დეკემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა, მადურომ რიგგარეშე არჩევნები მაისში ჩაატარა და ოფიციალური მონაცემებით, ხმების 67%-ით გაიმარჯვა. ოპოზიციამ ნიკოლას მადურო დაადანაშაულა არჩევნების გაყალბებაში. ეს პოზიცია გაიზიარეს დასავლეთის და ლათინური ამერიკის ქვეყნების ურმავლესობამ. აშშ-მა ვენესუელას დამატებითი ეკონომიკური სანქციები დაუწესა. არჩევნების შედეგებისადმი პროტესტის ნიშნად ვენესუელიდან ელჩები გაიწვია 10-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის არგენტინამ, ბრაზილიამ და კანადამ. მადუროს გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა. ვენესუელის პრეზიდენტის არჩევნების შედეგები რუსეთის გარდა აღიარეს ჩინეთმა, კუბამ და სალვადორმა.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონი - აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2009 წელს ცნო ვენესუელის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა უგო ჩავესმა.

XS
SM
MD
LG