Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ გამოძიებას გამოეხმაურა


ეროვნული ბანკის შეფასებით, „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებული საგამოძიებო პროცესი გავლენას არ მოახდენს საბანკო სექტორის მდგრად და ეფექტიან ფუნქციონირებაზე, რასაც მაქსიმალურად უზრუნველყოფს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზედამხედველო პოლიტიკის არსებობა.

„თიბისი ბანკი“ ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე, - წერია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

8 იანვარს საქართველოს მთავარ პროკურატურამ დაადასტურა, რომ უწყების საგამოძიებო ნაწილი სწავლობს „თიბისი ბანკის“ დოკუმენტებს. ამ ეტაპზე პროკურატურაში მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბანკიდან გამოთხოვილი და ამოღებული დოკუმენტაციის შესწავლა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები. მთავარი პროკურატურა ამბობს, რომ საქმეზე დამატებით ინფორმაციას, მათ შორის დეტალებს გამოძიების შესახებ, უახლოეს მომავალში გაავრცელებს. თავად „თიბისი ბანკი“ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.

XS
SM
MD
LG