Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა დააქვეითა ევროკავშირის წარმომადგენლობის დიპლომატიური სტატუსი


ვაშინგტონმა დააქვეითა აშშ-ში ევროკავშირის დიპლომატიური წარმომადგენლობის სტატუსი ისე, რომ ამის შესახებ ბრიუსელისათვის არ უცნობებია.

ეს ინფორმაცია 8 იანვარს გერმანიის საერთაშორისო მაუწყებელ "დოიჩე ველეს" დაუდასტურა ევროკავშირის წარმომადგენელმა. მისი თქმით, ეს ნაბიჯი უსიამოვნო იყო ევროკავშირის ხელმძღვანელებისათვის. ბრიუსელში ევროკავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონთან ერთად განიხილავენ ამ საკითხს.

აშშ-ში ევროკავშირის მისიის რანგის დაქვეითება სახელმწიფოს სტატუსიდან საერთაშორისო ორგანიზაციის სტატუსამდე, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ოქტომბრის ბოლოს, ან ნოემბრის დასაწყისში მოხდა, ვარაუდობენ დიპლომატები.

სწორედ ამ პერიოდში მიიქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომელთა ყურადღება იმ გარემოებამ, რომ მისიის ხელმძღვანელს არ მიუღია მოსაწვევები ზოგ ღონისძიებაზე ვაშინგტონში.

XS
SM
MD
LG