Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"თიბისი" ინგლისურენოვან განცხადებაში ადასტურებს რომ ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა


საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი

„თიბისი ჯგუფმა“ ინგლისურ ენაზე გაავრცელა განცხადება "თიბისი ბანკის" 10 წლის წინანდელი ფინანსური ოპერაციის შესახებ, რომლითაც საქართველოს პროკურატურაა დაინტერესებული. ბანკის ქართულენოვანი განცხადებისგან განსხვავებით, ინგლისურენოვან ვარიანტში „თიბისი ჯგუფი“ აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ბანკმა 2007 და 2008 წლების ზოგიერთი ფინანსური ოპერაციის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ ოპერაციის მონაწილე ზოგიერთ იურიდიულ პირს კავშირი ჰქონდა „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელებთან და შესაბამისად დაირღვა ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული კანონმდებლობა. „თიბისი ჯგუფის“ ინფორმაციით, ეს ფინანსური ოპერაციები ეროვნულმა ბანკმა 2008 წელსაც შეამოწმა და მაშინ რაიმე სანქციები არ გამოუყენებია, ახლა კი „თიბისი ბანკი“ მილიონი ლარით დააჯარიმა. ამავე განცხადების თანახმად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება „თიბისი ბანკმა“ სასამართლოში გაასაჩივრა და ჯარიმის გადახდა შეჩერებულია.

XS
SM
MD
LG