Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიპის ვირუსის გამო ზამთრის არდადეგები საჯარო სკოლებში 18 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება


თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა
თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს რეკომენდაციებით მიმართავს. „მიუხედავად იმისა, რომ გრიპის ვირუსით ავადობის მაჩვენებელი არ მიანიშნებს ეპიდემიაზე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2018-2019 სასწავლო წლის ზამთრის არდადეგები გახანგრძლივდეს 18 იანვრის ჩათვლით”, - წერია განათლების სამინსიტროს ვებ-საიტზე გამოქვეყნებულ ცნობაში. სამინისტრო ასევე ურჩებს სკოლების ადმინისტრაციებს, შენობებში ჩატარდეს სადეზინფექციო სამუშაოები, სასწავლო პროცესის აღდგენის შემდგომ სისტემატურად დალაგდეს სველი წესით საკლასო ოთახები და დერეფნები, შესაბამისი ხსნარებით გაიწმინდოს მერხები და სკამები, სასკოლო ინვენტარი. „ამ პერიოდში განვაგრძობთ დაკვირვებას არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე შევატყობინებთ საზოგადოებას მომავალ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს განცხვადებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG