საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ საზოგადოება სიმართლეს მალე გაიგებს. “რა სიმბოლურია, რომ ახლა ვიმყოფები ევროსასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ევროსაბჭოს საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც სტრასბურგის მოსამართლეთა შერჩევაზე უნდა ვიმსჯელოთ და საქართველოში ვერ ვთანხმდებით, რომ უნდა არსებობდეს გამართული სტანდარტები და კრიტერიუმები. რაც შეეხება ამ განცხადებას, რაც გავრცელდა პარტიის თავმჯდომარის სახელით, ორშაბათს ვისაუბრებ და ნათელს მოვფენ ყველაფერს“ - უთხრა სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ ეკა ბესელიამ, რომელიც ამჟამად სტრასბურგში იმყოფება. ბესელია დარწმუნებულია, რომ „საზოგადოება სიმართლეს გაიგებს და ამ ბრძოლის სიმართლეშიც დარწმუნდება."