რუსეთმა იაპონიის ელჩი გამოიძახა და ტოკიოს ბრალი დასდო დაძაბულობის ხელოვნურად გამწვავებაში პრემიერ-მინისტრ შინზო აბესა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებების წინ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 იანვარს განაცხადა, რომ იაპონიის ელჩი ტოიოჰისა კოზუკი სამინისტროში „დაპატიჟა“ ტოკიოს მიერ გაკეთებული განცხადებების გამო წყნარი ოკეანის სადავო კუნძულების იაპონიისთვის შესაძლო დაბრუნების შესახებ.
კუნძულებს რუსეთში კურილის კუნძულებს უწოდებენ, იაპონიაში კი - ჩრდილოეთ ტერიტორიებს. კუნძულების თაობაზე დავის გამო მოსკოვსა და იაპონიას დღემდე არ მოუწერიათ ხელი მეორე მსოფლიო ომის დასრულების სამშვიდობო ხელშეკრულებისთვის.
საბჭოთა კავშირმა კუნძულები ხელში ჩაიგდო მეორე მსოფლიო ომის ბოლოს და რუსეთი განაგრძობს მის ოკუპაციას და მართვას, თუმცა ის უკანასკნელ წლებში იქ ჩასვლის ნებას აძლევს ყოფილ იაპონურ მოსახლეობას და მათ ნათესავებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოჰყავს ტოკიოს განცხადებები იმის თაობაზე, რომ კუნძულების მოსახელობა უნდა მომზადებულ იქნეს ამ ტერიტორიების იაპონიისთვის დაბრუნებისთვის.