ეგვიპტეში ვიზიტისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ ესწრაფვის, სირიიდან გააძევოს „უკანასკნელი ირანული ჩექმა“, მიუხედავად ვაშინგტონის გადაწყვეტილებისა, გაიყვანოს ჯარი სირიიდან. დროა დასრულდეს ძველი ქიშპობა ახლო აღმოსავლეთში რეგიონის სასიკეთოდ, თქვა პომპეომ თავისი გამოსვლისას, რომელიც ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ფართო მიზნებს შეეხო. პომპეოს თქმით, აშშ გამოიყენებს დიპლომატიას და იმუშავებს თავის პარტნიორებთან ერთად, რათა სირიიდან გააძევოს „უკანასკნელი ირანული ჩექმა“ და გააფართოოს მცდელობა „რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მოტანისთვის დიდი ხნის ტანჯული სირიელი ხალხისთვის“. პომპეო ეგვიპტეს სტუმრობდა ახლო აღმოსავლეთის ცხრა ქვეყანაში მოგზაურობის ჩარჩოებში, რომლის მიზანია დაარწმუნოს ამერიკის არაბი პარტნიორები, რომ ვაშინგტონი არ აპირებს მიატოვოს რეგიონი მიუხედავად გეგმისა, გაიყვანოს ჯარი სირიდან. კაიროს ამერიკულ უნივერსიტეტში გამოსვლისას, პომპეომ თქვა, რომ აშშ „სიკეთის ძალაა“ ახლო აღმოსავლეთში და კვლავაც რჩება ერთგული მიზნისა, მთლიანად ამოძირკვოს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფოსგან" მომავალი საფრთხე მიუხედავად გადაწყვეტილებისა, გაიყვანოს ჯარი სირიიდან. „როცა ამერიკა უკან იხევს, ქაოსი ისადგურებს“, თქვა პომპეომ.
ყველაზე პოპულარული
1