აშშ-მა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს ვენესუელის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნიკოლას მადუროს მოსვლას მეორე ვადით. ამის თაობაზე ტვიტერით გაავრცელა ცნობა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა. აშშ მადუროს დიქტატორად მიიჩნევს და მასზე ზეწოლას აგრძელებს, აცხადებს ბოლტონი. ვენესუელაში ჩავიდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა. ხაჯიმბას საიტის ცნობით, კარაკასის აეროპორტში მან განაცხადა, რომ „ვენესუელის სახელმწიფოსთან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა“. ხაჯიმბა მოელის, რომ ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებით მომავალში განვითარდება. ხაჯიმბა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიწვევით ჩავიდა ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად. ვენესუელაში ყოფნის დროს ხაჯიმბა შეხვდება მადუროს, და როგორც საიტი იტყობინება, ისინი განიხილავენ მათი ქვეყნების ურთიერთობის მდგომარეობას და განვითარების პერსპექტივას.
ყველაზე პოპულარული
1