რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან „საზღვრის“ დაკეტვა გადაწყვიტა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში „ღორის გრიპის“ გავრცელების გამო, „სახელმწიფო საზღვარი“ დროებით დაიკეტება 11 იანვარს, 20 საათიდან. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის ერთადერთი ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი ახალგორის რაიონში მდებარეობს. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი ე.წ. საზღვრის გახსნის თარიღს არ ასახელებს.
ყველაზე პოპულარული
1