Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იაშვილის კლინიკის დირექტორი - გრიპის ვირუსის შემთხვევებმა ბავშვებში იანვარში იკლო


დეკემბრის ბოლო კვირასთან შედარებით პედიატრიულ პაციენტებში გრიპის ვირუსით მომართვიანობამ იკლო. ამის შესახებ 11 იანვარს იაშვილის კლინიკის დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

მისი თქმით დეკემბრის ბოლო კვირაში იაშვილის კლინიკაში ჯამური მომართვიანობა იყო 483 პაციენტი, იანვრის პირველ კვირაში კი - 405 პაციენტი. იკლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელმაც. დეკემბრის ბოლო კვირას 205 პაციენტი იყო ჰოსპიტალიზებული, იანვრის პირველ კვირაში კი - 160. იანვრის დასაწყისში კლინიკაში უფრო ნაკლები შემთხვევა იყო, როცა პაციენტს გრიპის ვირუსი გაურთულდა. დეკემბრის ბოლოს 32 გართულებული შემთხვევიდან მაჩვენებელი 20-მდე ჩამოვიდა.

"ყველა კომპონენტი იანვრის პირველი კვირაში ნაკლებია ვიდრე იყო დეკემბრის ბოლო კვირაში. ასევე, იკლო მძიმე შემთხვევების რაოდენობამ. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში 3 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია", ამბობს ივანე ჩხაიძე.

კლინიკის დირექტორის განმარტებით შარშან A ტიპის ვირუსის შემთხვევები იაშვილში არ ყოფილა, იყო მხოლოდ 2 შემთხვევა B ტიპის გრიპის. ახლა კი A გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული მაჩვენებელი 52ია.

XS
SM
MD
LG