Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი: არ მივულოცე ავტოკეფალიის აღდგენა უკრაინას


„უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი არის ძალიან სენსიტიური საკითხი, რომელიც ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის პასუხად.

„ძალიან მარტივი იქნებოდა ჩემთვის უკრაინელი ხალხისთვის მილოცვა, ამ ავტოკეფალიის იმიტომ, რომ ეს არის ჩემთვის ძალიან ბუნებრივი, როგორც ვთქვი, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე. მაგრამ დღეს მე როგორც კონკრეტული ადამიანი არ გელაპარაკებით, მე ვარ საქართველოს პრეზიდენტი და ამდენად მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე მგონი საქართველოს საპატრიარქომ ჩემზე ნაკლებად არ იცის და არ ანიჭებს მნიშვნელობას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და არ იცის რა მოჰყვა მას და რამდენად მნიშვნლოვანია“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, თუ საქართველოს ეკლესია და საპატრიარქო ფრთხილობს რაღაც შედეგების გამო, პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს ნაკლებად პასუხისმგებლიანი.

„მე არ ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ავიღო ეს პასუხისმგებლობა, საკითხების მიმართ, რომელიც არ მინდა დავაკონკრეტო, ყველამ ვიცით რა საფრთხეები შეიძლება იყოს და ეს ყველაზე კარგად იცის საქართველოს საპატრიარქომ, მე არ ავიღებ ჩემ თავზე პასუხისმგებლობას, რომ გავამძაფრო არსებული სიტუაცია.“

XS
SM
MD
LG