Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბიშვილი: საქართველო უნდა იყოს უფრო აქტიურად წარმოჩენილი მსოფლიო რუკაზე


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი იქნება საქართველოს აქტიურად წარმოჩენა მსოფლიო რუკაზე საერთაშორისო ურთიერთობებში. მისი თქმით, უკვე აქვს არჩეული რამდენიმე მიმართულება. ერთ-ერთი მათგანი გარემოს დაცვაა. პრეზიდენტმა დაამატა, რომ გარემოსდაცვით საკითხებზე მომავალ კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ექნება შეხვედრა, რათა მეტი სარგებელი მიიღოს მოსახლეობამ საოკუპაციო ხაზთან.

უკვე ცნობილია სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტის ადგილი. პრეზიდენტი ბრიუსელში აპირებს ჩასვლას. "ევროკავშირთან უფრო აქტიური ურთიერთობა გვექნება. ჩვენი წევრობისკენ მიმართულ ნაბიჯებს მეტი კომპონენტებით შევავსებთ. მისახედი იქნება ვიზების საკითხი. სტატისტიკა რომელიც გვაქვს, არ არის სახარბიელო. ჩვენ უნდა ვიყოთ პასუხისმგებელი ამ მიმართულებით", განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ის ყურადღებას დაუთმობს დიასპორის ინფორმირებას ორმაგი მოქალაქეობის მიღების თაობაზეც.

XS
SM
MD
LG