Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა გეგიძე მოუწოდებს ივანიშვილს მოიწვიოს „პოლიტსაბჭოს“ სხდომა


საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბიძინა გეგიძე პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის არჩევის საკითხთან დაკავშირებით მოიწვიოს პოლიტსაბჭოს სხდომა. ასარჩევ მოსამართლეთა სია დაპირისპირებას იწვევს მმართველი პარტიის შიგნით. 11 იანვარს „ქართული ოცნების“ რამდენიმე პარლამენტარმა განაცხადა, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს განსახილველად წარმოდგენილ სიას. 10 იანვარს გავრცელდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელშიც მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ფართო მსჯელობის საფუძველზე.

XS
SM
MD
LG