Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ირანის თაობაზე გლობალური სამიტის მოწვევას გეგმავს


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაკ პომპეო აცხადებს, რომ ვაშინგტონი გეგმავს უმასპინძლოს გლობალურ სამიტს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთის, განსაკუთრებით ირანის გარშემო. 11 იანვარს ტელეკომპანია „ფოქს-ნიუსთან“ ინტერვიუში მაიკ პოპეომ აღნიშნა, რომ აშშ-ის თაოსნობით სამიტი პოლონეთში, 13-14 თებერვალს გაიმართება. რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარდა, სამიტის ყურადღების ცენტრში იქნება ვითარების შეფასება ირანში, რათა „დავრწმუნდეთ, რომ ირანი არ არის დესტაბილიზაციის ფაქტორი,“- განაცხადა პომპეომ. მისი თქმით, სამიტზე თავს მოიყრიან აზიის, აფრიკის, ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ნაევარსფეროს ქვეყნების ლიდერები. სამიტის შესახებ გადაწყვეტილება მომპეომ გამოაცხადა ბაჰრეინში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი 11 იანვარს ჩავიდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG