Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი მიქაუტაძე: თითოეული კანდიდატი მზადაა ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმს დაექვემდებაროს


„თითოეული კანდიდატი მზადაა სრულიად გამჭვირვალედ, ნებისმიერ შემუშავებულ კრიტერიუმსა და რეგულაციას დაექვემდებაროს“, - აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. ის 12 იანვარს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. შეხვედრის მონაწილეებმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასა და სამუშაო პროცესზე ისაუბრეს:

„შევთანხმდით, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება ფართო სარეფორმო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც ჩვენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კრიტერიუმებზე ვიმსჯელებთ. რაც შეეხება წარმოდგენილ კანდიდატურებს, მე თითოეულ მათგანთან მქონდა საუბარი და ყველას პოზიცია არის, რომ შემუშავებულ ახალ კრიტერიუმებს დაექვემდებარება თითოეული მათგანი და საერთო წესით მოხდება უზენაესი სასამართლოს კანდიდატების შერჩევა. პროცედურა იმისა, რომ სია იყოს გაწვეული, არ არსებობს. შესაბამისად, თუ იქნება მიღებული კრიტერიუმები, ჩვენ მზად ვართ ღია პროცესში, აბსოლუტურად გამჭვირვალედ გავიაროთ ყველა ის კრიტერიუმი, რომელზეც სარეფორმო ჯგუფი შეთანხმდება", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

რაც შეეხება პარლამენტში სიის ფორმალურად ჩაგდებას, საბჭოს მდივანმა აღნიშნა, რომ ესაა დეტალები და არაა მნიშვნელოვანი საკითხი: „ჩემი პოზიციაა, რომ არ შეიძლება რაღაც ბრალდებების წამოყენება წარმოდგენილი კანდიდატურების მიმართ. აქაა ინდივიდუალურად თითოეული კანდიდატურის მიერ გასაცემი პასუხები. დრო მოვიდა მეტი კონკრეტიკა შევიტანოთ, თითოეულ კანდიდატთან თუ არსებობს კითხვები და პრეტენზიები, კონკრეტულად იყოს წარმოდგენილი. ყველა კანდიდატი დაექვემდებარება შემოწმებას იმ კრიტერიუმებით, რომელსაც შევიმუშავებთ", - გიორგი განაცხადა მიქაუტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG