Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს


შსს-ს ინფორმაციით, მელიქიშვილის გამზირზე მდებარე „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს. სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა 12 იანვარს დილით მოხდა და ქურდობაში, სავარაუდოდ, რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა. შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები. საქმის ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

საკვები ობიექტის თანამშრომლები რადიო თავისუფლებასთან კომენტარს არ აკეთებენ და ამბობენ: „ისეთი არაფერი მომხდარა, რომ სალაპარაკოდ ღირდეს. კარი ჩამოვარდა“.

მელიქიშვილის გამზირზე მდებარე ბარის შესასვლელი კარი მთლიანად არის ჩამოღებული.

XS
SM
MD
LG