Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი ადამიანი დაიღუპა პარიზში მომხდარი აფეთქებისას


12 იანვარს, პარიზში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საფრანგეთის შს მინისტრმა კრისტოფ კასტანერმა განუცხადა. მისივე თქმით, 10 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია, ხოლო 22 მსუბუქად არის დაშავებული: „ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაღუპულთაგან ორი მეხანძრეა და ორი სამოქალაქო პირი. ათი ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია“, - განაცხადა მინისტრმა.

12 იანვარს, დილით, პარიზის ცენტრში, ტრევიზის ქუჩაზე მდებარე საფუნთუშეში მძლავრი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, ადგილი ჰქონდა გაზის გაჟონვას. მომხდარის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG