Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთში გაიმართა „ყვითელი ჟილეტების“ მორიგი საპროტესტო აქცია


პარიზში გაიმართა „ყვითელი ჟილეტის“ სახელწოდებით ცნობილი საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმაც მსვლელობა მოაწყვეს ქალაქის ცენტრის გავლით ტრიუმფალური თაღისაკენ. იუწყებიან, რომ ადგილი ჰქონდა რამდენიმე შეხლა-შემოხლას პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. სამართალდამცველებს მოუხდათ ცრემლმდენი გაზის გამოყენება, რათა შეევიწროვებინათ ისინი, ვინც პოლიციას ქვებს უშენდნენ.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა კრისტოფერ კასტანერმა გაავრცელა გაფრთხილება, მოსალოდნელი მკაცრი ზომების შესახებ დემონსტრანტთა რიგებში მზარდი რადიკალიზაციის აღსაკვეთად. საფრანგეთის ხელისუფლებამ შაბათს 80 ათასამდე პოლიციელი და უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი განათავსა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში.

იუწყებიან, რომ დღესვე „ყვითელ ჟილეტიანთა“ მრავლათასიანი აქცია გაიმართა ასევე ქალაქ ბურჟეში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG