ევროკავშირი მოუწოდებს ბელორუსიის ხელისუფლებას გააუქმოს სიკვდილის დასჯის პრაქტიკა, როგორც სასჯელის უმაღლესი ზომა, რომელიც ორი დღის წინ შეეფარდა მკვლელობაში ბრალდებულ ბელორუსიის მოქალაქეს, ალექსანდრ ასიპოვიჩს.
ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 9 იანვარს სასამართლომ 36 წლის ასიპოვიჩი დამნაშავედ ცნო ორი ქალის მკვლელობაში ქალაქ ბაბრუისკში.
ევროკავშირი მოუწოდებს მინსკს, რომ გამოიყენოს უფრო მსუბუქი სასჯელის ზომა იმათ მიმართ, ვინც უკვე მსჯავრდებულია ან გამოძიების ქვეშ იმყოფება მძიმე სისხლის სამართლის მუხლით. პირველ ნაბიჯად ევროკავშირს მიაჩნია სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმის გამოცხადება.
ბელორუსიას ხშირად აკრიტიკებენ უფლებათდამცველები და ევროკავშირის ლიდერი, როგორც ერთადერთ ევროპულ ქვეყანას, სადაც პატიმრებს სიკვდილით სჯიან.