რუსეთის ხაბაროვსკის ოლქის პოლიციამ დააპატიმრა ბლოგერი ვიქტორ ტოროპცევი, რომელმაც ინტერნეტით გამოაქვეყნა კრიმინალური ავტორიტეტის, იური ზარუბინის დაკრძალვის ამსახველი ვიდეო. ამის შესახებ ინფორმაციას მონიტორინგის ჯგუფი "ОВД-Инфо“ ავრცელებს. ვიდეოს ავტორების აზრით, ზარუბინის დაკრძალვას ესწრებოდნენ ადგილობრივი რაიონული პოლიციისა და ქალაქს პროკურატურის ხელმძღვანელები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ცნობას უარყოფს და აცხადებს, ვიდეოს ავტორს ღირსებისა და პატივის შელახვის გამო უჩივლებენ.
იური ზარუბინის, მეტსახელად ზარუბას, დაკრძალვის ამსახველი ვიდეო, ტოროპცევმა ორ იუტუბ-არხზე და, ასევე, თავის ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. ვიდეოზე ჩანს, რომ დაკრძალვის გამო ქალაქში გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა. "ОВД-Инфо"-ს ინფორმატორი ამბობს, რომ ტოროპცევი არ არის ვიდეოს ავტორი. მანამდე იგივე ვიდეო ტვიტერის ექაუნთ „უპატივცემულობასა და ნგრევაზე“ - აიტვირთა.
ტოროპცევი საგზაო პოლიციამ დააკავა და ბრალად დასდო ვადაგასული მართვის მოწმობის გამოყენება. ბლოგერი აცხადებს, რომ მართვის მოწმობის ჩამორთმევა იყო საბაბი მისი დაკავებისა, ხოლო მასზე ზეწოლის მიზეზად ზემოხსენებულ ვიდეოს გამოქვეყნებას ასახელებს. იტყობინებიან, რომ დაკავებულმა ბლოგერმა შიმშილობა დაიწყო.