Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელმა მეამბოხეებმა რუსეთის ორი მოქალაქე შეიპყრეს

"სირიის დემოკრატიული ძალების" შეიარაღებული დაჯგუფება
"სირიის დემოკრატიული ძალების" შეიარაღებული დაჯგუფება

სირიის ოპოზიციური „დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სირიის ჩრდილოეთში შეიპყრეს ტერორიზმში ეჭვმიტანილი ოთხი პირი, რომელთაგან ორი - რუსეთის მოქალაქეა. მათი სახელებია უსმატ ატაევი და მოჰამედ ჯავა ხანი. მაგრამ სირიის დემოკრატიული ძალების ცნობაში არ არის მითითებული, თუ რომელ დაჯგუფებაში შედიოდნენ დაკავებულებული. იტყობინებიან მხოლოდ იმას, რომ ეჭვმიტანილთა დაკავება მოხერხდა „დიდი ხნის ზუსტი თვალთვალის შედეგად“.

რუსეთის მოქალაქეები ეჭვმიტანილი არიან ქალაქ ერ-რაკაში ტერაქტების მომზადებსა და რაგიონში ტერორისტული უჯრედების ჩამოყალიბებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ ცნობაზე ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

XS
SM
MD
LG