Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სენატორი შუმერი ტრამპს უპირისპირდება რუს ოლიგარქ დერიპასკას გამო


ჩაკ შუმერი
ჩაკ შუმერი

აშშ-ის დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი აცხადებს, რომ გამოიყენებს კანონით მინიჭებულ უფლებას, რათა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრმაპა ვერ შეძლოს სანქციების შემსუბუქებ რუსი ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკას მიმართ. სენატორის თქმით „სანქციების გზით ამერიკის მტრების საბროლველი აქტის“ ფარგლებში იგი სენატის წინაშე კენჭისყრაზე დააყენებს შესაბამის რეზოლუციას.

„შესაბამისი კომიტეტის მაღალჩინოსან წევრებთან და ჩემ კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად, მივედი დასკვნამდე, რომ აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილება არის შეცდომა და საკმარისი ხარისხითარ უზრუნველყოფსდერიპასკას კონტროლის შეზღუდვას ამ კომპანიებზე. შესაბამისად სენატი უნდა მოძრაობდეს იქით, რომ შეიზღუდოს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის ეს მცდარი ძალისხმევა და შენარჩუნდეს ეს სანქციები“, - განაცხადა დემოკრატმა სენატორმა 13 იანვარს ნიუ-იორკში.

აშშ-ი კონგრესი სწავლობს ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დეკემბერში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შერბილებას კრემლთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის, დერიპასკას კონტროლის ქვე მყოფი სამი კომპანიის Rusal, EN+ და JSC EuroSibEnergo-ს მიმართ.

XS
SM
MD
LG