Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში კატასტროფა განიცადა სატვირთო თვითმფრინავმა


წინასწარი ინფორმაციით, 15 ადამიანი დაიღუპა ირანში, სატვირთო თვითმფრინავის „ბოინგის“ კატასტროფის შედეგად. ირანული სააგენტოს „ფარსის“ ინფორმაციით, გადარჩა ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამავე სააგენტოს ცნობით, თვითმფრინავი ირანის არმიას ეკუთვნოდა. სატვირთო „ბოინგს“ ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკიდან პროდუქტი უნდა ჩაეტანა ირანის ქალაქ ქერეჯის აეროპორტში. თუმცა, თვითმფრინავი სხვა, ახლომდებარე ფატჰის აეროდრომზე დაეშვა, რა დროსაც საფრენი ზოლიდან გადავიდა, კედელს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. სააგენტო „ფარსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსიით, უამინდობის გამო პილოტებს აეროდრომი შეეშალათ.

XS
SM
MD
LG