Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკა ბესელია: ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ვიყავი და მას არ დავუპირისპირდები


ეკა ბესელია
ეკა ბესელია

პროფესიული საჯარო ეთიკა არ მაძლევს უფლებას, საჯაროდ დავუპირისპირდე პირებს, რომელთა ადვოკატიც ვიყავი და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ 14 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

„ჩემი პროფესიული საჯარო ეთიკა, მათ შორის, ჩემი ყოფილი პროფესიის, ადვოკატის, ეთიკა არასოდეს მაძლევდა იმის უფლებას, ღიად და საჯაროდ დავპირისპირებოდი ადამიანებს, რომლებსაც მე ვიცავდი და მათ შორის, ვიცავდი ბიძინა ივანიშვილსაც, როგორც ადვოკატი. მე არ მიმაჩნია, რომ ღია და საჯარო დებატები, ღია კონფლიქტები და დახურული საუბრების საჯაროდ გამოტანა არის ის ფორმა, ის მაღალი პოლიტიკური კულტურა ან ის ეთიკა, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ პროცესს ან რომელიმე პოლიტიკოსს რამეს შეჰმატებს. მაგრამ არასოდეს მოვრიდებივარ განსხვავებული პოზიციის დაფიქსირებას შიგნით და მათ შორის, ბიძინა ივანიშვილთან, როდესაც ასეთი პოზიცია მქონდა და მათ შორის, რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელია განმარტავს, რომ ის მიესალმება ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოხატულ მოსაზრებას მოსამართლეთა სიის განხილვის შეჩერებისა და კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე; თუმცა არ იზიარებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას პირადად მასთან მიმართებით.

„რა თქმა უნდა, არ ვიზიარებ იმ ნაწილს, რომელიც ეხება კონკრეტულ გარემოებას თუ შეფასებას ჩემთან დაკავშირებით. ეს არ არის სიმართლე. მე არ მიმაჩნია, რომ გუნდურობის წესები დაირღვა, როდესაც გედი ფოფხაძის კანდიდატურა დავასახელე და ის იყო არჩეული (იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის) პირველ მოადგილედ. ეს საკითხი იყო ბევრად უფრო ადრე შეთანხმებული პარტიის ხელმძღვანელთანაც“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

XS
SM
MD
LG