საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატს, „ევროპული საქართველოს“ წევრს ირაკლი აბესაძეს ეჭვი აქვს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის საჭირო კრიტერიუმებზე მუშაობაც ისეთივე ფარული პროცესია, როგორც ეს მოხდა კანდიდატთა ათწევრიანი სიის წარდგენისას. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე აბესაძემ უმრავლესობისგან მოითხოვა პასუხი, მიეცემა თუ არა კრიტერიუმების შემუშავების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს. „უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საკითხი დაპირისპირების გარეთ გამოტანის მიზეზად იქცა. ჩვენ ვერ გავიგეთ, რა პროცესი მიმდინარეობს ახლა, ვინ მონაწილეობს ამ პროცესში და რატომ არ არის ჩართული ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი კრიტერიუმების შემუშავებაში“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. საპასუხოდ, უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ კრიტერიუმების შემუშავების პროცესი ჯერ არ დაწყებულა და დაწყების შემდეგ წარიმართება მაქსიმალურად ღიად, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება მონაწილეობის შესაძლებლობა.
"ევროპულ საქართველოში" ეჭვობენ, რომ მოსამართლეობისთვის საჭირო კრიტერიუმებზე ფარულად მუშაობენ

ყველაზე პოპულარული
1