Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლეობის კანდიდატთა ახლებურად შერჩევას მოითხოვენ


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა მოამზადეს საკანონმდებლო წინადადება, თუ როგორც უნდა მოხდეს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევა. ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ძირითადი პრინციპებია კონკურსის გამოცხადება, ერთგვარი ფილტრის მექანიზმი, რომლითაც იუსტიციის საბჭო ისარგებლებს კანდიდატების საბოლოოდ შერჩევამდე და ინტერესთა კონფლიქტის სტანდარტი, რომელიც იუსტიციის საბჭოს მოქმედ წევრს აღარ მისცემს შესაძლებლობას იყოს მოსამართლეობის კანდიდატი. ანა დოლიძის განცხადებით, იუსტიციის საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატები საჯარო გასაუბრებით უნდა შეარჩიოს. „ტექნიკური საუბრებით და მძიმე-წერტილის გარჩევით შესაძლებელი იქნება ქართველი ხალხის მოტყუება და ისე მახინჯურად, როგორც აქამდე გაკეთდა, არასასურველი, არადამოუკიდებელი ხალხის ჩუმად შეყვანა უზენაეს სასამართლოში, რაღაც სამუშაო ჯგუფებით დახურულ კარს მიღმა“ - განაცხადა ანა დოლიძემ. იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები თავის საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს ხვალ წარუდგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG