Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გამარჯვებით გახსნა ავსტრალიის ღია პირველობა


ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი

მელბურნში მიმდინარე პრესტიჟულ საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირზე - ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი თამაში მოიგო ნიკოლოზ ბასილაშვილმა. 26 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც 2019 წლის სეზონის დიდი სლემის პირველ შეჯიბრებაზე მეცხრამეტე ნომრადაა განთესილი, ოთხ სეტში აჯობა ამერიკელ კრისტოფერ ეუბანქსს, ანგარიშით 6:4 4:6 7:6 6:3.

სასტარტო გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. შემდეგ შეხვედრას კი ოთხშაბათს გამართავს, მსოფლიოს რეიტინგის 137-ე ნომერთან, იტალიელ სტეფანო ტრავალიასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG