Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინსტაგრამმა“ რეკორდსმენი კვერცხი დადო


„ინსტაგრამის“ ყველაზე პოპულარულ პოსტად კვერცხის ფოტო იქცა. არაფრით გამორჩეული კვერცხის ფოტო 29 მილიონმა მომხმარებელმა მოიწონა და ამ შედეგით გადაუსწრო კარდაშიანების ოჯახის წევრის, კაილი ჯენერისა და მისი შვილის ფოტოს, რომელსაც სოციალურ ქსელში 18 მილიონამდე მოწონება ჰქონდა. ფოტო „ინსტაგრამზე“ 4 იანვარს აიტვირთა წარწერით: „მოდი, ერთად დავამყაროთ მსოფლიო რეკორდი და ვაქციოთ ეს პოსტი „ინსტაგრამის“ ყველაზე მეტად „მოწონებულ“ პოსტად. დავამარცხოთ კაილი ჯენერის რეკორდი“.

„რეკორდსმენი კვერცხის“ ინსტაგრამ-სთორიში, რომელიც რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა ვკითხულობთ: „ეს სიგიჟეა. რას მოვესწარით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისა და გზავნილებისათვის. შევეცდები, შეძლებისდაგვარად ყველას გიპასუხოთ. მაგრამ ახლა უნდა დავიძინო. ეს ყველაფერი აქ არ მთავრდება, ჩვენ მხოლოდ ახლა დავიწყეთ“

„რეკორდსმენ კვერცხზე“ წერენ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები: „ნიუ იორკ ტაიმსი“, „ფოქს ნიუსი“, „თაიმი“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG