პოლონეთის მასშტაბით ათასობით მოქალაქემ მიაგო პატივი გდანსკის მერს, რომელიც 14 იანვარს გარდაიცვალა, ერთ დღეში მას შემდეგ, რაც მას გულის არეში ცივი იარაღით მიაყენეს ჭრილობები საქველმოქმედო ღონისძიების დროს. პაველ ადამოვიჩი საავადმყოფოში გარდაიცვალა, ექიმების მხრიდან მისი გადარჩენისთვის უშედეგოდ გაღებული ძალისხმევის შემდეგ. გდანსკში, რომლის მერიც ადამოვიჩი ორი ათწლეულის განმავლობაში იყო, ათასობით პირი გავიდა ქუჩებში. პოლონეთში ჩაფრინდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, რათა პატივი მიეგო მისი მეგობრის და ყოფილი პოლიტიკური მოკავშირის ხსოვნისთვის. სამგლოვიარო მსვლელობა გაიმართა ვარშავაშიც. თავდასხმის ადგილას დააკავეს 27 წლის ეჭვმიტანილი, წარსულში ნასამართლევი პირი, რომლის ვინაობასაც ჯერჯერობით არ ასაჯაროებენ. გავრცელებული ცნობებით, ის ხუთი წლის განმავლობაში იჯდა ციხეში, გდანსკის რეგიონში ბანკების შეიარაღებული გაქურდვისთვის.