Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია დაიწყო


საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაიწყო ორეტაპიანი რეორგანიზაცია. პირველი ეტაპი 15 იანვრიდან 15 თებერვლამდე გაგრძელდება. პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციამ შეიმუშავა საკვალიფიკაციო მოთხოვნები 60 საშტატო ერთეულის შესავსებად. მოისწრაფიშვილის განმარტებით, ახალი საკადრო პოლიტიკით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად, პირველ რიგში შეთავაზებებს მიიღებენ ადმინისტრაციის მოქმედი თანამშრომლები. პრეზიდენტის პრესსპიკერის ინფორმაციით, 15 თებერვლიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი და თანამშრომლები, რომლებიც არ მიიღებენ, ან ვერ დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულებაში გადავლენ და ბიურო საქართველოს მასშტაბით შეეცდება საჯარო სამსახურში მათთვის შესაბამისი შტატის მოძებნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ის თანამშრომლები, რომლებისთვისაც საკვალიფიკაციო პირობები მიუღებელი იქნება, სამი თვის კომპენსაციას მიიღებენ.

2019 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა 140-დან 60-მდე მცირდება. წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია 6 მილიონი ლარით ფინანსდება, რაც შარშანდელ ბიუჯეტზე თითქმის 4 მილიონით ნაკლებია.

XS
SM
MD
LG