მაშველებმა რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში, აფეთქების შედეგად ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მიაკვლიეს ქალის ცხედარს. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი ორამდე გაიზარდა. ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართულზე აფეთქება 14 იანვარს, დილით მოხდა. საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივი გაზი აფეთქდა. ჩამოინგრა სახლის ბოლო ორი სართული. მაშველებმა 7 ადამიანის გადარჩენა შეძლეს. სამი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ნანგრევებში მოყოლილთა ძებნა ღამით შეჩერებული იყო კედლის ჩამონგრევის საფრთხის გამო და დილით განახლდა საშიში კონსტრუქციის დემონტაჟის შემდეგ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს რუსეთში, საცხოვრებელ სახლებში აფეთქების მეორე შემთხვევაა. 31 დეკემბერს, ქალაქ მაგნიტოგორსკში აფეთქების გამო საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ძირითად ვერსიად ბუნებრივი გაზის აფეთქებას განიხილავს. გამოძიების ინფორმაციით, მაგნიტოგორსკში ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი არ აღმოუჩებიათ.
ყველაზე პოპულარული
1